უძველესი დროიდან ვარდი რჩება ყვავილების შეუცვლელ დედოფლად, სიდიადისა და სილამაზის სიმბოლოდ. მისი სილამაზე და მისტიურობა ადამიანის ყურადღებას იპყრობა. ის უყვარდათ და თაყვანს სცემდნენ , მას ხოტბას ასხავდნენ უძველესი დროიდან. ვარდი პოპულარობით და სიყვარულით
სარგებლობდა
ყველა
ერში.
არქეოლოგიური
მონაცემებით
ვარდრი
დედაიწაზე
უკვე
25 მილიონი
წელია
არსებობს,
ხოლო
მისი
ხელოვნური
მოშენება
5000 წელია
მიმდინარეობს
და
ამ
დროის
უდიდესი
ნაწილში
ის
ითვლებოდა
წმინდა
სიმბოლოდ.
ვარდების
სურნელი
ყოველთვის
უკვშირდებოდა
არა
ამქვეყნიურს.
ძველად ჰქონდათ ტრადიცია, რომლის მიხედვით სალოცავებს ცოცხალი ვარდებით რთავდნენ. ის მოჰყავდათ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ აღმოსავლეთით და ყველაზე
ძველი
მონაცემები
ვარდის
შესახებ
გვხვდება
ძველ
ინდურ
თქმულებებში,
თუმცა
მის
სამშობლოთ
სპარსეთი
ითვლება.
ძველსპარსულ
ენაში
სიტყვა
„ვარდი“
პირდაპირ
ნიშნავს
„სულ“-ს. ძველი
პოეტები
ირანს
უწოდებდნენ
„ გ
ი
უ
ლ
ი
ს
ტ
ა
ნ
“-ს
, რაც
ნიშნავს
ვარდების
ქვეყანას ( აქედანაა ალბათ საქართველოში ქალის სახელი
„გიული“
ანუ
„ვარდი“
:|) ). ბენგალური
ვარდები
წარმოშობით
ინდოეთიდანაა,
ჩაის
ვარდები
ჩინეთიდან.
ვარდი (Rosa), მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა
(ასკილი),
რომლებიც
გავრცელებულია
ჩრდილოეთ
ნახევარსფეროში.
საქართველოში
25-მდე
სახეობაა.
ვარდი
მარადმწვანე
ან
ფოთოლმცვენი
ბუჩქია,
რომლის
სიმაღლე
15 სმ-იდან
2 მ-მდე არწევს.
ზოგიერთ
სახეობას
გრძელი
(10-12 მ-მდე) ხვიარა
ტოტები
აქვს,
ღერო
დაფარულია
ეკლებით.
ფოთოლი
კენტფრთისებრია,
ღეროზე
მორიგეობით
განლაგებული.
ყვავილი
მარტივია
ან
ბუთხუზა
(2-15 სმ
დიამეტრის),
არომატული
ან
უსუნო;
ფერად
ვარდისფერი,
წითელი,
თეთრი,
ყვითლი,
ნარინჯისფერი
ან
იასამნისფერი.
შეკრებილია
ქოლგისებრ-საგველა
ყვავილედებად
ან
ერთეულია.
ნაყოფი
ერთთესლიანი
(ზოგჯერ
რამდენიმეთესლიანი)
კაკლუჭაა,
რომელიც
ხორცოვან
ცრუნაყოფშია.
ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია Rosa, იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა კვირტოვანი მუტაციისა და მათგან შერჩეული ძვირფასი სამეურნეო ფორმებისაგან. ვარდის ბევრი
სახეობა
ბუნებრივ
პირობებში
ადვილად
ყჯვარება
ერთმანეთს
და
წარმოქმნის
სახეობათაშორის
ჰიბრიდებს.
ვარდების
დიდი
მრავალფეროვნებით
გამოირჩევა
აზია
(ჩინეთი,
შუა
აზია,
ამიერკავკასია),
უფრო
ნაკლებია
ევროპასა
და
ჩრდილოეთ
ამერიკაში.
ცნობილია
ვარდის
25 ათასი
ჯიში
და
ფორმა,
რომლებიც
იყოფა
3 ჯგუფად,
ესენია:
მარადმწვანე
ბუჩქები,
ფოთოლმცვენია
ბუჩქები
და
ლიანები.
No comments:
Post a Comment