Thursday, 31 January 2013

ფერადი სამყარო























ყვავილების ქვეყანა


http://youtu.be/uoBIer7F9PE

ქრიზანთემა


ქრიზანთემა (ლათ. Chrysanthemum) — ერთ და მრავაწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 50 - 150 სმ აღწევს. ფოთოლი მუქი მწვანეა, კიდემთლიანი ან კიდენაკვთული, ყვავილები შეკრებილია სხვადასხვა ზომის კალათა ყვავილედად, ნაყოფი თესლურაა. ქრიზანთემის 180 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში ველურად არსად არ არის. ბევრი სახეობა გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში. მეყვავილეობის პრაქტიკაში მათ ყოფენ დიდყვავილა და წვრილყვავილა ქრიზანთემებად. ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და აზიის სხვა ქვეყნებში ქრიზანთემის ღეროს, ფოთოლსა და ყვავილედს იყენებენ საჭმელად, როგორც ბოსტნეულს. შუა აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში ღია გრუნტის მცენარეა. ქრიზანთემა მრავლდება თესლით (უმთავრესად სასელექციო დანიშნულებით) და ვეგეტატიურად.

ვარდი


უძველესი დროიდან ვარდი რჩება ყვავილების შეუცვლელ დედოფლად, სიდიადისა და სილამაზის სიმბოლოდ. მისი სილამაზე და მისტიურობა ადამიანის ყურადღებას იპყრობა. ის უყვარდათ და თაყვანს სცემდნენ , მას ხოტბას ასხავდნენ უძველესი დროიდან. ვარდი პოპულარობით და სიყვარულით  სარგებლობდა ყველა ერში. არქეოლოგიური მონაცემებით ვარდრი დედაიწაზე უკვე 25 მილიონი წელია არსებობს, ხოლო მისი ხელოვნური მოშენება 5000 წელია მიმდინარეობს და ამ დროის უდიდესი ნაწილში ის ითვლებოდა წმინდა სიმბოლოდ. ვარდების სურნელი ყოველთვის უკვშირდებოდა არა ამქვეყნიურს.

ძველად ჰქონდათ ტრადიცია, რომლის მიხედვით სალოცავებს ცოცხალი ვარდებით რთავდნენ. ის მოჰყავდათ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ აღმოსავლეთით და ყველაზე ძველი მონაცემები ვარდის შესახებ გვხვდება ძველ ინდურ თქმულებებში, თუმცა მის სამშობლოთ სპარსეთი ითვლება. ძველსპარსულ ენაში სიტყვავარდიპირდაპირ ნიშნავსსულ“-. ძველი პოეტები ირანს უწოდებდნენ “- , რაც ნიშნავს ვარდების ქვეყანას  ( აქედანაა ალბათ საქართველოში ქალის სახელიგიულიანუვარდი“ :|) ). ბენგალური ვარდები წარმოშობით ინდოეთიდანაა, ჩაის ვარდები ჩინეთიდან.
ვარდი (Rosa), მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 -მდე არწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 -მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.

ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია Rosa, იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა კვირტოვანი მუტაციისა და მათგან შერჩეული ძვირფასი სამეურნეო ფორმებისაგან. ვარდის ბევრი სახეობა ბუნებრივ პირობებში ადვილად ყჯვარება ერთმანეთს და წარმოქმნის სახეობათაშორის ჰიბრიდებს. ვარდების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა აზია (ჩინეთი, შუა აზია, ამიერკავკასია), უფრო ნაკლებია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცნობილია ვარდის 25 ათასი ჯიში და ფორმა, რომლებიც იყოფა 3 ჯგუფად, ესენია: მარადმწვანე ბუჩქები, ფოთოლმცვენია ბუჩქები და ლიანები.

ტიტა


ძალიან დიდი ხანია ტიტა ცნობილია კულტურათა შორის. ძალიან მშვენიერია ტიტა თავისი ორიგინალური ფორმით, გასაოცარი და ლამაზი ფერებით, მაგრამ რატომღაც, არცერთ მითოლოგიაში მასზე არაფერი თქმულა.
უფრო გასაკვირია, რომ ვერც მითოლოგიის შემქმნელებმა და ვერც საბერძნეთში მაცხოვრებლებმა ვერ შენიშნეს ტიტა, რომელიც ველური ფორმით იზრდება საბერძნეთში, წმინდა მათაზე-იდაზე.
პირველ ცნობებს ამ მშვენიერ ყვავილზე ვხვდებით სპარსეთში.ფანარის ფორმის ეს ყვავილი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, მიუძღვნეს უამრავი სიმღერა.მას უწოდებდნენ ,,დულბაშს”-თურქული ჩალმა, საიდანაც წარმოიშვა სიტყვა ,,ტურბანი”.შემდეგ კი რუსული სიტყვა ,,ტულპანი”.ეს ყვავილი განსაკუთრებით შეაქო სპარსულ ეპოსში ცნობილმა პოეტმა ხაფიზ შირაზმა, რომელიც ამბობდა, რომ ტიტის სილამაზეს ვერ შეედრება ვერც კიპაროსის ნაზი მოძრაობა და თვით ვარდის მშვენიერებაც კი.

                              მზედაკრულ მიწას ყოჩივარდის სურნელი უდის,                                                                 ნაზამთრალ კუნელს აწყევლინებს გაჩენას ჩიტი...